რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? ეს იქნება ინტერპელაცით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის მიღებას ხვალ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისგან შეეცდება.
ამის გარდა, აინტერესებთ რას აკეთებს ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური და ენერგო დამოუკიდებლობისთვის.
საპარლამენტო უმცირესობაში მწვავე კითხვების დასმას აანონსებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ექნება პასუხები და საპარლამენტო ტრიბუნას სიძულვილის ენისთვის არ გამოიყენებს.