დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა 12 პუნქტიდან, რომელიც დღემდე პარტიებს შორის ურთიერთბრალდბების მიზეზია.
ოპოზიციას უკრაინული მოდელი არ მოსწონს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტს იმის გამო არ აქვს უმცირესობის ნაწილის მხარდაჭერა, რომ მათ რიგებში ოლიგარქები დაინახეს.
სხვათაშორის საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ დეოლიგარქიცაზიის კრიტერიუმი ზოგადია და არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ის საქართველოს მთავრობას სთავაზობს დეოლიგარქიზაციის საკანონმდელო ჩარჩო შესაფასებლად გაუგზავნოს ვენეციის კომისიას.