პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭს ანტიკორუფციულ კანონპროექტს უყრის

16 ნოემბერი 2022, 11:15 508 ნახვა

12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან კიდევ ერთს- ანტიკორუფციულ კანონპროექტს  დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭს უყრიან.   

მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს. არც ამ დოკუმენტს აქვს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა. 

ევროკომისიამ კი მეოთხე პუნქტად ჩაუწერა საქართველოს, რომ   აუცილებელია  ანტიკორუფციული  სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში