კიევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

15 ნოემბერი 2022, 20:03 489 ნახვა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია.

მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის ოლქზე, ვოლინის ოლქზე, ხმელნიცკის ოლქზე, ივანო-ფრანკოვსკზე, პოლტავის ოლქზე და ქალაქ ხარკოვზე, ასევე სუმის ოლქზე, ტერნოპოლზე, კრივოგრადის და ჩერნიგოვის ოლქებზე.

სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

თითქმის ყველა ოლქში ელერტროენრეგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი