სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბათუმში მოსახლეობას შეხვდნენ

12 ნოემბერი 2022, 17:34 715 ნახვა

სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია  ამჯერად ბათუმში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრება.  

დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის” და „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეები  ევროპული პერსპექტივის შესახებ საუბრობენ და განიხილავენ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და საქართველოს ევროინტეგრაცია.

კითხვაზე, რამდენადაა ე.წ. სამეულის გაფართოების პერსპექტივა, სამეული ამბობს, რომ აღნიშნული პარტიები ყველანაირ ძალისხმევას ჩადებენ, რათა გაფართოება მოხდეს.

ოპოზიციური ერთობის პერსპექტივას ვერ ხედავენ ქართულ ოცნებაში. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სამი პოლიტიკური პარტიის წამოწყება თავიდანვე კრახისთვის არის განწირული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი