უკანონო ინსტალაციები სოფელ ატოცთან

12 ნოემბერი 2022, 11:31 609 ნახვა

უკანონო ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ ცხელი ხაზი უკვე გააქტიურდა. ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.ასევე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც. საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში