როდის და რა ფორმით ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევნები. სწორედ ამ საკითხებზე პარტიაში კონსულტაციები უკვე დაიწყეს. ბოლო მოცემულობით უკვე გამოკვეთილია სამი კანდიდატი, რომლებიც ვიცით რომ შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ: მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელია, ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე. როგორც იცით, შიდა პარტიული არჩევნების ყველა დონეზე ჩატარებას ენმ-ს ერთი ნაწილი პარტიის გაძლიერების აუცილებლობით ხსნის. პეტრე ცისკარიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე თქვა, რომ უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს წესებს,პროცედურებს და საორგანიზაციო საკითხებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის დელეგატების სიები, ყრილობის საორგამნიზაციო საკითხები, თუ როდის და სად ჩატარდება არჩევნები.