სამთავრობო უწყებათშორისი კომისიის სხდომა

11 ნოემბერი 2022, 14:04 875 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და 2021 წლის აპრილიდან მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესი განიხილეს. 

ამასთან, სამთავრობო კომისიამ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობაც შეაჯამა და ამ პროცესში მიღწეულ შედეგებზე, არსებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი