სოფელ დოლოგანში არსებულ ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ ასევე გადაეცათ ახალი ავტომობილი, რომლითაც ოთხი სოფლის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. დოლოგნის გარდა, მიმდინარე წელს, კეთილმოეწყო ზვარისა და პირველი მაისის ამბულატორიები. ორივე ამბულატორიაში გათვალისწინებული იყო სახურავის გამოცვლა, ასევე კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარდა შიდა სივრცეს და გარე ფასადს.