საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

09 ნოემბერი 2022, 23:09 3981 ნახვა

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელიც მექსიკაში 13-დან 20 ნოემბერს ჩათვლით გაიმართება.

მექსიკაში წასვლამდე, გუნდმა შეკრება ბაკურიანში გაიარა.

საქართველოს ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატზე  3 სპორტსმენით იასპარეზებს:  68 კგ. წონით კატეგორიში  ბექა ქავთარაძე, 74კგ.ში ბათუმელი  ზურაბ კინწურაშვილი , ხოლო ქალების 46კგ.ში ვერიკო კაპანაძე  გამოვა.

დელეგაციის ხემძღვანელი აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი ნუგზარ ვარშანიძეა. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში