აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასა და გადადგომასთან, ასევე უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს. იმ შემთხვევაში თუკი ინიციატივებმა მხარდაჭერა მიიღეს, შესაძლოა ცვლილებები ამ მიმართულებით კონსტიტუციაში შევიდეს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს.