ცვლილებებს ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს, ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
121 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილში შესწორებებია, სადაც დეპუტატები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის და რუსეთთან კავშირების შესწავლას სთხოვენ.
პროექტში ყურადღება მედიათავისუფლების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებზეც გამახვილებულია.
გარდა ამისა, დოკუმენტში ცვლილებების ერთი ნაწილი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასაც ეხება.