თურქეთში, აღრის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 18 ადამიანი.
თურქული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.