ქართველმა მოციგურავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე იასპარეზეს

06 ნოემბერი 2022, 10:59 724 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ანჟერში 4-5 ნოემბერს გრან პრის მესამე ეტაპი გაიმართა, რომელშიც ქართველმა მოციგურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ქართველი  სპორტსმენები  სამ კატეგორიაში ასპარეზობდნენ .  

მათი შედეგები კი ასეთია :
 კარინა  საფინა-  ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი) , 162,44  ქულა -  მე- 5 ადგილი ( გრან პრის  საეტაპო რეიტინგში 7 ქულა)

ნიკა  ეგაძე ( ვაჟები) -  233,40 ქულა - მე- 5 ადგილი ( გრან პროს  საეტაპო რეიტინგში - 7 ქულა) 

მარია კაზაკოვა-გიორგი რევია ( სპორტული ცეკვები) - 173,05 ქულა, მე- 6 ადგილი  ( გრან პრის  საეტაპო რეიტინგში 5 ქულა) 

გრან პრის  შემდეგი ეტაპი დიდ ბრიტანეთში  11-13 ნოემბერს გაიმართება ,სადაც მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა -  დანიილ პარკმანის დუეტი და მარია კაზაკოვა- გიორგი რევიას წყვილი იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში