აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად 5 მსურველი დარეგისტრირდა 

05 ნოემბერი 2022, 15:04 1054 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე განმეორებით კონკურსში 5 განცხადება დარეგისტრირდა.

ვლადიმერ ტატიშვილი, აკაკი ბერიძე, ირაკლი გიორგაძე, დავით ჩხარტიშვილი და ირინა ფუტკარაძე - ხუთივე მსურველი წინა კონკურსშიც მონაწილეობდა. კონკურსისთვის განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. 

ორშაბათს დირექტორობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდებიან, მრჩეველთა საბჭო კი მათგან დირექტორს ერთი კვირის ვადაში შეარჩევს.

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც პირველი კონკურსის შემთხვევაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი