ბსუ 7 ნოემბერს ახალ კანცლერს აირჩევს

02 ნოემბერი 2022, 17:55 574 ნახვა

7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერს აირჩევენ. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  ნიკა ჩხარტიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ყოფილ კანცლერთან შრომითი ურთიერთობა პირველი ნოემბრიდან შეწყდა. გამოცხადდა კონკურსი და ამ ეტაპზე ერთი განაცხადია შესული, ერთადერთი კანდიდატი მერაბ დიასამიძეა. განცხადებების წარდგენის ვადა ხვალ იწურება კანდიდატურას აკადემიური საბჭო. ფარული კენჭისყრით შეარჩევს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი