პურის ფასი

02 ნოემბერი 2022, 11:51 1525 ნახვა

პურისა და პურპროდუქტების დეფიციტი არ გვემუქრება“ - აცხადებს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგია. 

ირკვევა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ხორბლის 80 ათასი ტონა მარაგია, საქართველოს წელიწადში კი ჯამში  650 ათასი ტონა სასურსათო  პროდუქტი სჭირდება.  

მალხაზ დოლიძემ აღნიშნა ისიც, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება რთულია, თუმცა ეს არ აისახება საქართველოზე, რადგან უამრავი სახმელეთო გზა არსებობს ხორბლის შემოსატანად.  მისივე თქმით,  პურპროდუქტებზე ფასები წლის ბოლომდე არ შეიცვლება, თუმცა გრძელვადიან პროგნოზს ვერ აკეთებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი