საქართველოს, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. სწორედ ის გახდა ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული, საკუთარი სიმღერით - Keep the Faith. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს გაიმართება.