ისევ ომი, ურთიერთბრალდბები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დაშავებული ადამიანები. გასული დღე-ღამე წარმატებული ყო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. მათ რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს.ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში დასახლებებისკენ იყო მიმართული. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა, უკრაინულმა ავიაციამ კი 29 დარტყმა რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე. საომარი მოქმედების პარალელურად რუსეთმა ქვეყნაში მობილიზაცია დაასრულა.