აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის პრეზიდენტს, ქეის ლოჰანს, ამავე კავშირის გენერალურ მდივანს, ელენი მარიანუს და "CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის აღმასრულებელ მდივანს, სტავროს კალონომოსს შეხვდა.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა "CPMR"-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი რეგიონი და პოლიტიკური ბიუროს წევრი, კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას.