აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, კრეტას რეგიონის თავმჯდომარე სტავროს არნაუტაკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში რეგიონებს შორის ტურიზმის, ეკონომიკის, სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
"განიხილეს განათლების, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და მიმართულებები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში საზღვაო რეგიონების კავშირის, CPMR 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება. ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა CPMR-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, სადაც თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.