მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

28 ოქტომბერი 2022, 14:47 703 ნახვა

მეწყრული პროცესები 14 სხვადასხვა მისამართზე გააქტიურდა ხელვაჩაურში.სახლები და გზები დაიმეწყრა ოთხ სოფელში: მახინჯაურში, ორთაბათუმში, თხილნარსა და აჭარისწყალში.უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა სოფელ კიბეშიც. ლორთქიფანიძეების სახლს საძირკველი გამოეცალა, მსგავსი მდგომარეობაა სოფელ სინდიეთშიც ,აქაც სახლი დაიმეწყრა.ოჯახები მერიამ დროებით ქირით გაიყვანა.დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან და სწორედ დასკვნების შემდეგ გადაწყდება სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებთან აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება თუ განსახლება მოხდება. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგია აბონენტების ნაწილს არ მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამეწყრილ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 11 მიმართულებით მიმდინარეობს . ზაზა დიასამიძის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს  სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი