უნგრეთში ვიზიტი დასრულდა

28 ოქტომბერი 2022, 11:37 537 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში დასრულებულია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა არაერთი შეხვედრა გამართა. პრემიერებსა და დელეგაციის წევრებს შორის, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა. ვიქტორ ორბანის განცხადებით უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში