10 წლის ბავშვის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27 ოქტომბერი 2022, 19:54 593 ნახვა

პოლიციამ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორი დღის წინ ბრალდებულმა არასრულწლოვანს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა  დაკავებულს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.არასრულწლოვნის და დეტალებს იხსნებს და სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი