სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

27 ოქტომბერი 2022, 19:42 602 ნახვა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული მოქალაქეების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი აღნიშნულ ვიდეო-ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი