"სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთობლივი განცხადება

27 ოქტომბერი 2022, 11:24 459 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და როგორც თავად აცხადებენ,  "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. როგორც პარტიების საერთო განცხადებაშია ნათქვამი, მათ უნდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აუხსნან, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები ევროკავშირის რეკომენდაციების თითოეულ პუნქტთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამასთან რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ოპოზიციის განცხადებას პარლამენტში გამოეხმაურნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში