“ხელისუფლების მონიტორინგის პროგრამა” - პრეზენტაცია

26 ოქტომბერი 2022, 14:20 560 ნახვა

‘’ხელისუფლების  მონიტორინგის  პროგრამის’’  პრეზენტაცია გაიმართა  დღეს  ბათუმში.  არასამთავრობო  ორგანიზაციამ ‘’ახალგაზრდული  ინიციატივა  მომავალი  საქართველოსთვის’’  ბოლო 10  წლის  განმავლობაში  განხორციელებული  ასობით პროექტი  შეისწავლა და ახალ  ვებ-გვერდზე განათავსა.  

ამბობენ, რომ ამ პროექტების ნაწილი კორუფციის  რისკებს  შეიცავს,  ამ პლატფორმის საშუალებით კი დაინტერესებულ პირებს, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თვალი  ადევნონ  თუ  როგორ  სრულდება  კონკრეტული   პროექტები და იხარჯება საბიუჯეტო თანხები.  

ორგანიზაცია  მონიტორინგს  აგრძელებს და ინფორმაცია ვებგვერდზე ყოველდღიურ რეჯიმში  განახლდება.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი