რიში სუნაკმა ახალი მთავრობა დააკომპლექტა

26 ოქტომბერი 2022, 10:34 434 ნახვა

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა. ჯერემი ჰანტი ხელახლა დანიშნა ფინანსთა მინისტრად,  ამ გადაწყვეტილებით რიში სუნაკი  მიზნად ისახავდა ბაზრების დამშვიდებას, რომელიც  მისი წინამორბედის ეკონომიკურ გეგმებს ეწინააღმდეგებოდა.

ახალმა პრემიერმა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე   ასევე აღადგინა დომინიკ რააბი, რომელმაც თანამდებობა  ლიზ ტრასის  44 დღიანი მმართველობის შემდეგ დაკარგა.   

ხელახლა დაინიშნა  ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა, ხოლო ბენ უოლესი თავდაცვის მინისტრად. სუელა ბრავერმანმა ისევ დაიბრუნა  შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი, რომელზეც  სულ რამდენიმე დღის წინ თქვა უარი. 

კემი ბადენოჩმა ვაჭრობის კრის ჰიტონ-ჰარისმა ჩრდილოეთ ირლანდიის და მიშელ დონელანმა კულტურის მინისტრების პოსტები შეინარჩუნეს. ტერეზა კოფი  გარემოს დაცვის მინისტრი გახდა,  სტივ ბარკლეიმ კი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი