საქართველოს სახელით ევროვიზიაზე

21 იანვარი 2017, 00:00 2113 ნახვა

საქართველოს,  2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს.   სწორედ ის გახდა ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული,   საკუთარი სიმღერით - Keep the Faith​. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი