ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დაიწყო. დეპუტატები ყოველ დღე 3-4 კანდიდატს მოუსმენენ.
პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები 5 დღე გაგრძელდება.
კანონმდებლები დღეს ანა აბაშიძის, მარიკა არევაძისა და გიორგი ბურჯანაძის ხედვებს მოისმენენ, ჯამში კი 19 კანდიდატს გაესაუბრებიან.
აქვე გეტყვით, თუ მომავალი ომბუდსმენი 90 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს, 6 წლის ვადით იქნება თანამდებობაზე.