დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

15 მაისი 2016, 00:00 3968 ნახვა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 6 მაისის პარკთან, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მჯდომ მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს. დაჭრილი შემთხვევის ადგილას მყოფმა თვითმხილველებმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მორიგე ექიმი ამბობს, 35 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში 3 ჭრილობით მიიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მიყვანისას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108- მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ დააკავეს თუ არა ბრალდებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი