მზადება ნარინჯისფერი რთველისთვის 

23 ოქტომბერი 2022, 20:08 844 ნახვა

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა აჭარაში.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასტანდარტული მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კილოგრამ სამრეწველო მანდარინს 15 თეთრიანი თანადაფინანსება ექნება. 5 თეთრს თავად საწარმო გადაიხდის.

მიმდინარე წელს 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. წელს საექსპორტო მანდარინს 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს.

შტაბის გახსნის პროცესს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი