ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა აჭარაში.
ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.
სახელმწიფოს მხრიდან 1 კილოგრამ სამრეწველო მანდარინს 15 თეთრიანი თანადაფინანსება ექნება. 5 თეთრს თავად საწარმო გადაიხდის.
მიმდინარე წელს 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. წელს საექსპორტო მანდარინს 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს.
შტაბის გახსნის პროცესს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.