პარლამენტი ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესს იწყებს

22 ოქტომბერი 2022, 20:02 591 ნახვა

ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის პირველი უფლებადამცველი და საერთოდ აირჩევს თუ  ვერა პარლამენტი ახალ ომბუდმსენს, ეს  დეკემბერში გამოჩნდება.  მანამდე კი კანდიდატების შესარჩევი პროცესი პარლამენტში უკვე ორშაბათიდან გაგრძელდება. 

ოპოზიციამ  საკუთარი პრეტენდენტების სია უკვე წარადგინა. წინ საკომიტეტო მოსმენებია. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.  

ომბუდსმენის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ამ მოცემულობით არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, ამიტომ ოპონენტებს ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ 19 კანდიდატი იბრძვის ომბუდსმენობისთვის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში