პარლამენტი ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესს იწყებს

22 ოქტომბერი 2022, 12:02 701 ნახვა

ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის პირველი უფლებადამცველი და საერთოდ აირჩევს თუ  ვერა პარლამენტი ახალ ომბუდსმენს, ეს  დეკემბერში გამოჩნდება.  მანამდე კი კანდიდატების შესარჩევი პროცესი პარლამენტში გრძელდება. 

ოპოზიციამ  საკუთარი პრეტენდენტების სია უკვე წარადგინა. წინ საკომიტეტო მოსმენებია. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.   

ომბუდსმენის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ამ მოცემულობით არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, ამიტომ ოპონენტებს ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში