პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების ვადა დღეს იწურება. ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის 19-ივე კანდიდატი უკვე წარდგინა, დარჩენილი ნაწილი საკუთარ სამ ფავორიტს დღეს დაასახელებს.
ცნობილია სამი ფავორიტის ვინაობა, ესენი არიან არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატები: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.