უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს - ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
განკარგულების მიხედვით, სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას.
სიაში სულ 256 პირია შესული. მათ შორის არიან რუსი ოლიგარქები არკადი როტენბერგი, რომან აბრამოვიჩი და სხვები.