პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრეს, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ განვითარებებზე.
ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების წარმომადგენლებმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს.