საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ასამბლეის მეორე დღე

20 ოქტომბერი 2022, 11:17 981 ნახვა

მეორე დღეა ბათუმი საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო  ასოციაციის  ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.   რიგით 22-ე ასამბლეა  ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.  დღევანდელი დღე კონფერენციებს ეთმობა.

საზღვაო უნივერსიტეტების  ექსპერტები და ლექტორები, განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა   საზღვაო განათლება, მეზღვაურთა გადამზადება და  კვლევითი   სფერო.

კონფერენციაში მონაწილეობს, ფოთის საზღვაო  სასწავლო საწვრთნელი ცენტრი.    

საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის  ყოველწლიური გენერალური ასამბლეა,  საქართველოში პირველად ტარდება. ასოციაციაში  36 ქვეყნის 68 უმაღლესი სასწავლებელია გაერთიანებული.   

ფორუმზე  მოწვეულები არიან ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები,  სტუდენტები,  ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი