ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

19 ოქტომბერი 2022, 11:10 1187 ნახვა

20 ოქტომბრის დილიდან 21 ოქტომბრის საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, ტემპერატურის კლება, ძლიერი დასავლეთის ქარი, ზღვაზე შტორმი.

აღმოსავლეთშიც გაავდრდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაგრამ ძლიერი ნალექი ნაკლებად სავარაუდოა.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები. იყავით ფრთხილად განსაკუთრებით გზებზე გადაადგილებისას.

22 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი