საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში

18 ოქტომბერი 2022, 11:45 485 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს  ნატალია გავრილიცას შეხვდა.საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას  წინაშე არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომსა და მის გავლენას ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოლდოვის პრემიერმა აღნიშნეს, დღეს უმთავრესია უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მათი მხარდაჭერა. პრემიერმა პრეზიდენტს მოლდოვაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც 2023 წელს იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი