უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად.
„ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული.
რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.