პრეზიდენტი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. პრეზიდენტს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა.
აღინიშნა, რომ საქართველო-რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში ანთიმოზ ივერიელის როლი უმნიშვნელოვანესია.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ ,,ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.