13 ოქტომბერს მაჭახლობა აღინიშნება

11 ოქტომბერი 2022, 19:32 1441 ნახვა

13 ოქტომბერს მაჭახლის ხეობაში სახალხო დღესასწაული მაჭახლობა გაიმართება. ზეიმის მთავარი ლოკაცია სოფელი სინდიეთი იქნება. სადღესასწაულო ღონისძიებები დღის 16 საათიდან დაიწყება. გაიმართება  სპორტული შეჯიბრები,  კონცერტი და გამოფენა. მაჭახლობის სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ. ასევე ნახავენ როგორ მზადდებოდა თოფი „მაჭახელა“.  ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში დასახელდებიან საპატიო მაჭახლელები. დღესასწაულზე მოწვეულები არიან  ორად გაყოფილი ხეობის თურქეთის  მხარეს დარჩენილი მაჭახლელების ამავე სახელწოდების უხუცესთა  ანსამბლი და მომღერალი ბაიარ შაჰინი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში