ზაპოროჟიეს ცენტრში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებიდან ექვსი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 ოქტომბრის ღამეს საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში საოლქო ცენტრზე მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.