რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.
მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რის შედეგად კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
"მტრის მორიგი თავდასხმა! დარჩით თავშესაფრებში! მტერი აგრძელებს ქალაქის ტერორს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ვეხმარებით ერთმანეთს", - წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.