ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი პრაღაში 

06 ოქტომბერი 2022, 14:51 569 ნახვა

ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იხსნება დღეს  პრაღაში.  ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ამ ფორმატში პირველად იკრიბებიან.   

მაკრონის ინიციატივით, ევროპელი მაღალჩინოსნები არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომელსაც  ევროკავშირის   27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრებიან,  მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უკვე იმყოფება.მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი