ე.წ. ციხის კადრების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა

04 ოქტომბერი 2022, 20:07 464 ნახვა

ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

როგორც ზურაბ ადეიშვილს, ასევე დავით ჭაკუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებაც.

ბრალდების მხარე მეორე ინსტანციაში სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი მსჯავრდადებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი