რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას დრონებით დაარტყეს - უკრაინული მედია

05 ოქტომბერი 2022, 10:14 665 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს.  ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლექსი კულებას განცხადებით, თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებში. მისი განმარტებით, წინასწარი მონაცემებით არის მსხვერპლი.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი : არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი