Euronews ბათუმს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

04 ოქტომბერი 2022, 14:49 608 ნახვა

ტელეკომპანია „ევრონიუსმა”  ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას ვრცელი სიუჟეტი  მიუძღვნა. 

„ბათუმმა, აჭარამ ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ყველაფერი გააკეთა ტურიზმის განვითარებისთვის და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა,“-  ასე იწყებს ბათუმზე საუბარს  ჟურნალისტი. 

სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა. 

ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მაყურებელმა უკვე ნახა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი